კონკურსი! "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"


"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

გამარჯობათ, ძვირფასო 119-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებო და არა მარტო თქვენ... მინდა გაცნობოთ ერთი ძალიან საინტერესო და კარგი კონკურსი მოსწავლეებისთვის (ანუ თქვენთვის) ვინც ხართ მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება გუნდის რაოდენობას, გუნდი უნდა შეადგენდეს აუცილებლად მინიმუმ შვიდ ბავშვს და მაქსიმუმ ათს რათქმაუნდა აქედან სამი იქნება სათადარიგო მოთამაშე. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები იქნება სულ ორმოცდაათი აქედან 25 კითხვა იქნება ძველი აღთქმიდან ხოლო დანარჩენი 25 კითხვა ახალი აღთქმიდან. ასევე შეგიძლიათ გახსნათ ეს სიახლე და ნახავთ ელექტრონულ წიგნს ბიბლიაზე.

ღონისძიებების (არქივი)




15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო ჩვენს სკოლაში. სწავლის დაწყება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მშობლებმა და უფროსკლასელებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალ სასწავლო წელს.
პირველკლასელებს, რომელთათვისაც პირველად დაირეკა სკოლის ზარი, მეთორმეტე კლასელებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

თვითმართველობა (არქივი)



სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში მოეწყო IX ა კლასის მოსწავლის ილია ბერაძის ნამუშევრების გამოფენა. თანატოლებმა და სკოლის პედაგოგებმა გზა დაულოცეს ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედს ხელოვნების დიდ გზაზე და წარმატებები უსურვეს.

კათედრები (არქივი)

ქართული ენა და ლიტერატურა (არქივი) :

"აკაკი წერეთელი"