სკოლის ისტორია

 თბილისის 119-ე საჯარო სკოლა დაარსდა 1934 წელს.  მას პირველად ერქვა ავჭალის რუსული დაწყებითი სკოლა და მოთავსებული იყო ერთსართულიან ბარაკის ტიპის შენობაში  ღია აივნებით. მოგვიანებით გადაკეთდა გარეუბნის ავჭალის რუსულ რვაწლიან სკოლად. 
1938 წლიდან სკოლას დაემატა 10-11 კლასი და იწოდებოდა გარეუბნის ავჭალის რუსულ საშუალო სკოლად. 1949 წელს სკოლა გადავიდა კეთილმოწყობილ ორსართულიან შენობაში.

1956-57 სასწავლო წელს დაემატა ქართული სექტორი. 1962 წელს ეწოდა თბილისის 119-ე საჯარო სკოლა.

1969 წელს სკოლამ კვლავ შეიცვალა ადგილმდებარეობა და გადავიდა ოთხსართულიან კეთილმოწყობილ შენობაში, სადაც ამჟამადაც ფუნქციონირებს.

1980 წელს რაიონის გაყოფასთან დაკავშირებით სკოლას ეწოდა ქ. თბილისის გლდანის რაიონის 119-ე საჯარო სკოლა.